Logo

პაატა მანჯგალაძე - რა გასაოცარი დემოკრატია აგიშენებია კახი, შენი სურათი და მისი დაცვა უფრო ღირებული გამხდარა, ვიდრე ადამიანი და მისი ჯანმრთელობა

პოლიტიკა
148
Frontnews image description

რა გასაოცარი დემოკრატია აგიშენებია კახი, შენი სურათი და მისი დაცვა უფრო ღირებული გამხდარა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ადამიანი და მისი ჯანმრთელობა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კალაძის ბანერზე საღებავის გადასმის გამო, ახალგაზრდებს უსწრაფესად აკავებენ. 

"რა გასაოცარი დემოკრატია აგიშენებია კახი, შენი სურათი და მისი დაცვა უფრო ღირებული გამხდარა სახელმწიფოსთვის, ვიდრე ადამიანი და მისი ჯანმრთელობა.

"ქოცური“ სამართალი ასეთია - კალაძის ბანერზე საღებავის გადასმის გამო ახალგაზრდებს უსწრაფესად აკავებენ, მაგრამ არც ერთი გამოძიება არ მიმდინარეობს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებს, აქტივისტებს და ჟურნალისტებს უსასტიკესად უსწორდებოდნენ თვეების მანძილზე.

ყოჩაღ, კახი მართლა „ვაჟკაცური“ საქციელია პატარა გოგო-ბიჭების დაკავება სურათის გაჩხაპნის გამო", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. 

შსს-მ 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, 3 პირი დააკავა, მათ შორის არის სტუდენტი მეგი დიასამიძე, რომელსაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანება ედება ბრალად.

Advertisement