
ავტორი
Front News საქართველო
უკვე რამდენიმე კვირაა, ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, რომ როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდა უნდა უპასუხოს გიორგი ვაშაძისა და ლევან ხაბეიშვილის დასმულ კითხვებს ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით.
“უკვე რამდენიმე კვირაა, ვუყურებ ივანიშვილის პარტიისა და მისი პროპაგანდის ერთგვარ წვალებას, რომ როგორმე ხალხის საჭიროებებიდან ცრუ საფრთხეებზე გადაიტანონ ხალხის ყურადღება. თუნდაც დღეს, ბევრ საკითხზე ისაუბრა მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგრამ ისინი ვერ პასუხობენ ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის მიერ დასმულ მთავარ კითხვას, რაც ხალხს აინტერესებს, რატომ არის სასურსათო პროდუქტებზე მაღალი ფასები საქართველოში, თუნდაც სომხეთთან შედარებით, რომელსაც საქართველოს გავლით მიეწოდება აღნიშნული პროდუქტები და თუ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? გვიპასუხოს ივანიშვილის პარტიამ, ვისი ოცნება არის საქართველო ქართველების გარეშე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს