პაატა მანჯგალაძე – რას ვერ აკეთებდა ღარიბაშვილი და რას გააკეთებს კობახიძე უკეთესად, სიმბოლურად მაინც გვითხრან


ავტორი
Front News საქართველო
ივანიშვილი, როგორც უმაღლესი სუვერენი, აკურთხებს პრემიერ-მინისტრებს. ეს არის ხელისუფლების მიტაცება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გასცეს პასუხი ორ საკითხს – რა ვერ გააკეთა ღარიბაშვილმა და რას გააკეთებს უკეთ კობახიძე.
“ორი მთავარი კითხვა არსებობს: ერთი – რა ვერ გააკეთეს, რას აღიარებენ თვითონ 12 წლის მანძილზე და რას გააკეთებს კობახიძე განსხვავებულად. ეს არის მთავარი საკითხი – რას ვერ აკეთებდა ღარიბაშვილი და რას გააკეთებს კობახიძე უკეთესად, სიმბოლურად მაინც გვითხრან და უფრო მეტიც, რომ დადგებიან “ქართული ოცნების“ სპიკერები ტრიბუნასთან, მარტივ კითხვაზე გაგვცენ პასუხი – ღარიბაშვილი დააწინაურეს თუ დააქვეითეს“,- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
დღეს “ქართული ოცნების“ ყრილობა გაიმართება, სადაც ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატს წარადგენს.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე