პაატა მანჯგალაძე – რაში არ მიგითითეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება? როგორ აგრძელებთ ამ პროპაგანდას?


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ის რეკომენდაციები შეახსენა, რომლებიც ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მისცა.
“კიდევ ერთხელ ჩამოგითვლით თუ რა თქვა ევროკომისარმა – საარჩევნო რეფორმა და პირდაპირ გითხრათ, იმ ცვლილების ნაცვლად, რომელიც ახლა გაქვთ შემოტანილი და რომელიც ერთპარტიულად ითვალისწინებს ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევას, გითხრეს, რომ ეს პუნქტი შესასრულებელია 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ასევე გითხრათ, რომ აუცილებელია არა ფასადური ცვლილება, არამედ რეალური სასამართლო რეფორმა და ვენეციის კომისიის შეფასებაზე მიგითითათ. ასევე ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებით რეკომენდაციაში ჩაწერილი იყო, რომ შექმენით დამოუკიდებელი უწყება საგამოძიებო ფუნქციით, თქვენ შექმენით ღარიბაშვილზე დაქვემდებარებული უწყება საგამოძიებო ფუნქციის გარეშე.
ევროკომისარს არ ჩამოუთვლია სხვა საკითხები და რაში არ დაგიდექით გვერდში? რაში არ მიგითითეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება? როგორ აგრძელებთ ამ პროპაგანდას?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე