
ავტორი
Front News საქართველო
თუ კარგი პრაქტიკაა და ხალხმა უნდა იცოდეს ოპოზიციის ქონებრივი დეკლარაცია, მაშინ ასევე უნდა იცოდეს სასამართლოსა და ხელისუფლებისაც, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს ქმედება მიზანმიმართულია და თვლის, რომ ოპოზიციასთან ერთად ხელისუფლებაც უნდა შემოწმდეს.
“ეს ხდება მიზანმიმართულად. ჩვენ, რომ ეს გავაპროტესტოთ იტყვიან, რაღაც არაკეთილსინდისიერს აქვს ადგილიო. კორუფცია ნიშნავს ძალაუფლების მქონე პოლიტიკური თანამდებობების პირების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების საკუთარი ინტერესების გამოყენებას. რომელ ოპოზიციონერს მიუწვდება ხელი სახელმწიფო ქონებაზე?! არავის. ხელისუფლება უნდა შემოწმდეს.
ესენი ცდილობენ მასკარადად გამოიყენონ ყველაფერი, ვიღაცას პროცედურული დარღვევა უპოვონ და ამაზე მოაწყოს ერთი ამბავი, ამისთვის სჭირდებათ ეს. მასხარები არიან.
თუ კარგი პრაქტიკაა და ხალხმა უნდა იცოდეს ოპოზიციის ქონებრივი დეკლარაცია, მაშინ ასევე უნდა იცოდეს სასამართლოსა და ხელისუფლებისაც”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ანტიკორუფციული ბიურო, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს, დამატებით 30 ოპოზიციონერი დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციის შემოწმებას გეგმავს.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს