პაატა მანჯგალაძე – თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?

ავტორი
Front News საქართველო
თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, როცა ხალხს შია და სიღარიბე აწუხებს, ის ტყუილებით ვერ დაპურდება.
“როცა ხალხს სიცივე, შიმშილი და სიღარიბე აწუხებს, ზღაპრებით ვერ დააპურებთ. თუ ბალტიის ქვეყნები მონები არიან, რატომ ცხოვრობენ ჩვენზე უკეთ და უფრო უსაფრთხოდ?
იქ ადამიანები ჩვენზე 4-6-ჯერ მეტ პენსიას, ხელფასს და უკეთეს სერვისებს იღებენ. მაშინ ვინ გამოდის ნამდვილი მონა? ვისაც არჩევანი აქვს, თუ ის, ვინც თქვენს პროპაგანდაშია ჩარჩენილი? თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე




