პაატა მანჯგალაძე – როცა უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს და როცა აღარ ითხოვენ, ახლა უწყვეტენ, რაც არასერიოზულია და პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს


ავტორი
Front News საქართველო
კატათაგვობანას დაემსაგავსა ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს და როცა აღარ ითხოვენ, ახლა უწყვეტენ უფლებამოსილებას, რაც არასერიოზულია და პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ Front News-ს სამი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასათვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვის დაწყებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, დეპუტატებს უფლებამოსილება მათი ნების საწინააღმდეგოდ არ უნდა შეუწყდეთ.
“კატათაგვობანას დაემსაგავსა ეს ყველაფერი, როცა ადამიანებს უნდოდათ უფლებამოსილების შეწყვეტა, მაშინ უარი უთხრეს და როცა ამას აღარ ითხოვენ, ახლა უწყვეტენ უფლებამოსილებას, რაც არასერიოზულია პოლიტიკური დევნის ნიშნებს ატარებს.
ვფიქრობ, შალვა ნათელაშვილს არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, რადგან მან შეცვალა პოზიცია და აპირებს საპარლამენტო საქმიანობის განხორციელებას, ასევე ბადრი ჯაფარიძეს, ადამიანის მიმართ მიმდინარეობდა დევნა და ამ დევნის საფუძველზე კიდევ გაუარესდეს მისთვის მდგომარეობა, ეს ძალიან არასწორი და კანონმდებლობასა და კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ჩემთვის ელენეს პოზიცია იქნება მნიშვნელოვანი. თუ საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ გააგრძელოს საქმიანობა და სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს, ეს ჩემთვის არგუმენტაცია იქნება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში სამი ოპოზიციონერი დეპუტატის – ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ. მანდატების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე დადგება.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – თუ უმრავლესობა შალვა ნათელაშვილსა და ბადრი ჯაფარიძეს დეპუტატის უფლებამოსილებას შეუწყვეტს, ეს იქნება პოლიტიკური დევნის გაგრძელება

პაატა მანჯგალაძე – საზოგადოება ძალიან დასვენებული იყო, როცა ირაკლი კობახიძე არ ჩანდა, ახლა გამოჩნდა და ისევ მოსახლეობის დატერორებას დაიწყებს

პაატა მანჯგალაძე – ცინიკურია ჰიპოთეტურ ძალადობაზე საუბარი, მაშინ, როცა ფიზიკური ძალადობა ვნახეთ