პაატა მანჯგალაძე – რუსეთთან დალაგება შეიძლება მხოლოდ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ და არავის არ ვურჩევ, ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტს აქვს ისტორიული შანსი, რომ ერთიანობით, არა პარტიული დაყოფით შექმნას შესაძლებლობა საქართველოსთვის და მომავალი თაობისთვის, რამდენადაც საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, ევროკავშირის წევრობასთან, როგორც დღეს.
“ეს არის ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობა. მე არ ვაპირებ ნიშნისმოგებით საუბარს, მაგრამ არსებობს საკითხები რომელსაც აუცილებლად უნდა უპასუხოს უმრავლესობამ როცა ერთიანობაზე ვლაპარაკობთ. მხედველობაში მაქვს ბოლო დროინდელი განცხადებები, რომელსაც აკეთებს პარტიის თავმჯდომარე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართული ოცნების თავმჯდომარემ წამოაყენა ულტიმატუმი უკრაინულ მხარესთან, იმისთვის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ჩავიდეს უკრაინაში, თურმე აუცილებელია უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენოს რუსეთთან მოლაპარაკებაში მთავარი ფიგურა არახამია. პრაგმატიზმი ქვია ამას, რომ ომში მყოფ ქვეყანას, რომელიც ყოველდღიურად იბრძვის თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ასეთი ენით უნდა ველაპარაკოთ?“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პაატა მანჯგალაძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში მეორე ფრონტის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე. „არა მარტო პარლამენტში, საქართველოში არ არსებობს ადამიანი, ვისაც უნდა რომ საქართველომ თავდასხმითი ომი აწარმოოს რუსეთთან. ან რამე პროვოკაციას წამოეგოს. ეს უნდა დავასრულოთ. ერთიანობაა საჭირო, ვინც ყოფს, ვინც ხლეჩს, ვინც აპირისპირებს ის არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს“.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აგრძელებთ რაღაც მაამებლურ განცხადებას რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება რომ ყოფილიყო შესაძლებელი, შევარდნაძეს ვინმე აჯობებდით? რუსეთთან დალაგება შეიძლება მხოლოდ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ და არავის არ ვურჩევ, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – მთავარი საკითხი ჩვენს კამპანიაში იქნება, რაც შეიძლება მეტი ადამიანის პრობლემებსა და სატკივარზე კონკრეტული გადაწყვეტები

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ

პაატა მანჯგალაძე – ძალა, რომელიც ევროპულ და ეროვნულ შანს დააკარგვინებს ქვეყანას, არ შეიძლება ხელისუფლებად იწოდებოდეს