
ავტორი
Front News საქართველო
საბავშვო ბაღის დონის პოლიტიკა აქვთ “ქართულ ოცნებაში”, სადაც მთავარი სასაუბრო აქვთ, რომ ოპოზიცია არ დადის სამუშაო ჯგუფებში, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რეკომენდაციების შესრულების ერთადერთი ხელისშემშლელი ოპოზიციის მიერ სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე უარი თქმაა.
მანჯგალაძის თქმით, რეალური პრობლემა ისაა, რომ მმართველმა ძალამ ევროკავშირის რეკომენდაციებს შინაარსი გამოაცალა.
“საბავშვო ბაღის დონის პოლიტიკა აქვთ “ქართულ ოცნებაში”, სადაც მთავარი სასაუბრო აქვთ, რომ ოპოზიცია არ დადის სამუშაო ჯგუფებში. ის ცვლილებები, რომლებიც ბუტაფორიულად ამოიღეს რეკომენდაციებიდან სათაურები დატოვეს და შინაარსი არ აქვთ შესაბამისი, არის ნათელი დემონსტრირება იმის, რომ “ქართული ოცნება” არ აპირებს რეკომენდაციების შესრულებას და ცდილობს იპოვოს შესაბამისი ჯგუფი, თუ ვის გადააბრალოს, ან დასავლელი პარტნიორები, ან ოპოზიცია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს