
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ამათი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავას ფორუმზე გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
“რუსებს არ იწვევენ ასეთ მაღალი რანგის ფორუმებზე და რუსებმა გამოაჩინეს საქართველოს პრემიერად წოდებული ადამიანი, რომელიც დადის და რუსულ გზავნილებს აგზავნის ამ ფორუმებზე. საერთოდ უნდა აეკრძალოს ღარიბაშვილს ფორუმებზე გამოსვლა. საერთოდ გაჩუმდეს “ქართული ოცნება” ჯობია, არსად არ მივიდეს. ისედაც მიიღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს.
ყველა ამათი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე არის დივერსია საქართველოს ევროპული კურსის წინააღმდეგ, დადუმდით”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს