
ავტორი
Front News საქართველო
ამ შეხვედრაზე არ ვყოფილვართ და არ ვიცი, რა ფორმატი იყო, თუმცა ყველგან შეთქმულებისა და კონსპირაციის ძებნა იმას ადასტურებს, რომ საკმარისია ერთად სამი-ოთხი კაცი შეიკრიბოს და ხელისუფლებას ამის ეშინია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ წინანდალში შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“არ ვიცი, წინანდალში რა ფორმატის შეკრება იყო, მაგრამ ხუთი-ექვსი ადამიანი რომ შეიკრიბება, ამის გამო გამოაცხადო, რომ არეულობა და გადატრიალება უნდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ გეშინია.
ეს ყველაფერი მხოლოდ „ქართული ოცნების“ შიშს ასხივებს. რომ მივეპატიჟებინეთ, სიამოვნებით მივიდოდით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს