
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროა, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა გვაქვს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” მეგობრად მიიჩნევს რუსეთსა და ჩინეთს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ.
“მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ირიბი და პირდაპირი პერიფრაზი იქნება ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოებიდან “ცხოველების ფერმა”, სადაც ერთი პასაჟია – ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი კი მეგობარი. ზუსტად ასე იქნება, ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებზე ილაპარაკებენ, რომ მტრები არიან, ხოლო რუსეთს, ჩინეთს და იმ ხალხს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებენ, მეგობრად გამოაცხადებენ. ეს იქნება მთავარი სტრატეგიული ხაზი – “ცხოველების ფერმის” სტილში და სამწუხაროა, რომ ასეთი მთავრობა ჰყავს დღეს საქართველოს, როდესაც ისტორიული პერსპექტივა და შესაძლებლობა გვაქვს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარლამენტში 28 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს, რომელზე დასწრებაზეც უარი პაატა მანჯგალაძემ ბოიკოტის მიზეზით უკვე განაცხადა.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს