
ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნება” დღევანდელ რეალობას მოწყვეტილია.
“ივანიშვილის პარტია საერთოდ მოწყვეტილია რეალობას. ისინი თითქოს არ იმჩნევენ და ვერ ხედავენ ქუჩაში გამოსულ 100 000-მდე ადამიანს. თითქოს არ იმჩნევ და ვერ ხედავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების უმკაცრეს განცხადებებს მათ წინააღმდეგ. ამ ყველაფერს არა თუ არ იმჩნევენ, არამედ თითქოს გახარებულებიც არიან და მე მესმის მათი სიხარულის მიზეზი, ამ მასშტაბის ღალატი ჩაიდინეს, 100 000 ადამიანი გამოვიდა გარეთ, გათენდა და ისევ ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მინდა დავარწმუნო თითოეული მათგანი, რომ ეს ყველაფერი დროებითია და ასე დიდხანს არ გაგრძელდება.
ქართველ ხალხთან, მის ნებასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და პროტესტი იქნება ისეთი და იმ დროს, როგორსაც გადაწყვეტს ქართველი ხალხი და არა ივანიშვილი და ხელისუფლება. პოლიტიკის მარტივი ფორმულაა, საქართველოს არჩევანი ევროპაა და ვინც ამ გზაზე მას გადაეღობება, ის პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს