
ავტორი
Front News საქართველო
მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და მათ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც უნდა გააკეთოს, რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია.
“რა დარჩენია სასოწარკვეთილ მედვედევს იმის გარდა, რომ უკრაინაში მარცხი საქართველოსა და სხვა ქვეყნებზე საუბრით დააკომპენსიროს. მან არც ისტორია იცის და რუსულ იმპერიულ ნააზრევსაც წარმოადგენს. მედვედევმა და მისმა მსგავსმა ბრიყვებმა უნდა იცოდნენ და მათ ვინმემ აუხსნას, რომ საქართველოს 3000-წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორია გააჩნია და საქართველომ რომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, მოსკოვის ადგილას ჭაობი იყო. უფრო მეტიც, საქართველოში რომ „ვეფხისტყაოსანი“ იწერებოდა, რუსები ტყეში პაპუასებივით დარბოდნენ. კარგი იქნება, ვაი ქართველებმა, რომლებიც რუსეთში ბევრია, ხუბუტიების მსგავს ადამიანებზე ვსაუბრობ, ელემენტარული ისტორია მაინც აუხსნან მედვედევს.
“ქართულმა ოცნებამ“ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთი განცხადება მაინც გააკეთონ, თუ რას წარმოადგენს საქართველო და რა ისტორიის მატარებელია“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს