
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს თავად რეკომენდაციებს რომ არ ასრულებენ, თურმე ოპოზიციის დაგეგმილია, შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება, ცხრა რეკომენდაცია შესასრულებელია და ჩაგვიშალონ არეულობის გეგმა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით რეკომენდაციები შესრულებული არ არის.
“ქართული ოცნების“ მხრიდან პროპაგანდა ვნახეთ, თითქოს ოპოზიციას რაღაც შეთქმულება აქვს დაგეგმილი და ის, რომ თავად რეკომენდაციებს არ ასრულებენ, თურმე ეს ყოფილა ოპოზიციის დაგეგმილი. რეკომენდაციები შეასრულონ და არანაირი შეთქმულება არ იქნება. ცხრა რეკომენდაცია არის შესასრულებელი და არეულობის გეგმა ჩაგვიშალონ.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, კონცენტრირებულია ძალაუფლება, რომელსაც აკონტროლებს ამერიკის მიერ სანქცირებული სასამართლოს კლანი მურუსიძის ხელმძღვანელობით და, ბუნებრივია, რეფორმად ვერ ჩაითვლება ის, როცა მურუსიძე შოკოლადში ჩასვა „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს