პაატა მანჯგალაძე – თქვენ არ გინდათ, რომ ვენეციის კომისიამ, როგორც უმაღლესმა ინსტიტუციამ, სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ აქტს


ავტორი
Front News საქართველო
შალვა პაპუაშვილსა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს მივმართავ, დეოლიგარქიზაციაზე ქართული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, ვინ რა თქვა და იხილავს, თუ არ იხილავს უკრაინულ კანონს. ამით ამოიწურება ყველაფერი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის განცხადებით, “ქართულ ოცნებას” არ სურს, ვენეციის კომისიამ, როგორც უმაღლესმა ინსტიტუციამ, სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ აქტს.
“სინამდვილეში, საკითხი ძალიან მარტივად დგას, პაპუაშვილსა და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, მათ შორის, კობახიძეს მივმართავ, ქართული კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გავაგზავნოთ, ვიდრე გაირკვევა, ვინ რა თქვა და იხილავს თუ არ იხილავს უკრაინულ კანონს. ამით ამოიწურება ყველაფერი, მაგრამ თქვენ ამას არ გააკეთებთ. თქვენ არ გინდათ, რომ ვენეციის კომისიამ, როგორც უმაღლესმა ინსტიტუციამ, სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ აქტს, იმსჯელოს ოლიგარქიზაციის არსზე და იმსჯელოს იმაზე, რა პრობლემაა ოლიგარქია დემოკრატიასთან მიმართებაში და იმაზე, რომ საქართველოში, დიახ, ოლიგარქიაა. ამ თემებზე, რომ არ იმსჯელოს ვენეციის კომისიამ, სინამდვილეში, ამის გამო არ აგზავნის “ქართული ოცნება“ კანონპროექტს.
ზელენსკი ამ კანონს როცა იღებდა, არსი იყო, რომ ოლიგარქიის გავლენისგან დაეცვა ხელისუფლება, მაგრამ საქართველოში, როცა ოლიგარქია უკვე ხელისუფლებაშია, იგივე, კოპირებული კანონი იმავე მიზნებს ვერ მოემსახურება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – იტყვიან, რომ ამ დასკვნაში არ არის დასაბუთება, არგუმენტები

პაატა მანჯგალაძე – თქვენ არ გჭირდებათ ევროპაში ინტეგრაცია, იმიტომ რომ კრიმინალების გარეშე ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევთ საარჩევნო უბნებზე

პაატა მანჯგალაძე – რაში არ მიგითითეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება? როგორ აგრძელებთ ამ პროპაგანდას?