
ავტორი
Front News საქართველო
ეს აქციები გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ მოგიწევთ სასჯელი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” არანაირი საუნჯე არ გააჩნია.
“რისი გამკეთებლები ხართ, თქვენგან ევროპაზე ლაპარაკი, თქვენგან სუვერენიტეტზე ლაპარაკი იგივეა, როგორც ჩრდილოეთ კორეა არის სახალხო დემოკრატიული, არაფერი სახალხო და დემოკრატიული ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, არანაირი ევროპული, არანაირი სუვერენიტეტის დამცველები თქვენ არ ხართ, თქვენ გადარდებთ ძალაუფლება. სამი საუნჯე თქვენი არის ბიძინა, სკამი, ფული. არანაირი საუნჯე არ გაგაჩნიათ თქვენ სინამდვილეში. თქვენ ნახავთ, ეს აქციები გაგრძელდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და თქვენ მოგიწევთ სასჯელი”, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს