
ავტორი
Front News საქართველო
თუ აფხაზეთს გვიბრუნებენ, პრობლემა არ არის, ჩვენც ჩავალთ მოსკოვში, მაგრამ აქ რაზეა ლაპარაკი ხომ ყველამ კარგად ვიცით?! – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთში პრემიერ-მინისტრის მიწვევის შესახებ ქართული დიასპორის ხელმძღვანელის განცხადების მთავარი მიზანია, რომ საქართველოს ევროკავშირზე უარი ათქმევინონ.
“ეს განცხადება არ არის შემთხვევითი, არ უნდა ჩავთვალოთ, თითქოს დიასპორის წარმომადგენელმა გააკეთა. ეს შეთანხმებული იქნება რუსეთში, კრემლთან და ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას“ ეუბნებიან რუსები, რომ ის სიტყვები, რასაც ლაპარაკობ და რასაც შორ დისტანციაზე ამტკიცებ ერთგულებას, ახლა გადავიდეთ ამ ერთგულების საქმით დამტკიცების ეტაპზე. ეს არის, მეტი არაფერი. თუ აფხაზეთს გვიბრუნებენ, პრობლემა არ არის, ჩვენც ჩავალთ მოსკოვში, მაგრამ აქ რაზეა ლაპარაკი ხომ ყველამ კარგად ვიცით?! იმაზე, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ისტორიულ არჩევანზე”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ქართული დიასპორის ხელმძღვანელი რუსეთში დავით ცეცხლაძე რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ პრემიერ ღარიბაშვილს დიასპორის დღეზე დასასწრებად მიწვევას გაუგზავნიან.
“წელს ჩვენ გავუგზავნით მოწვევას საქართველოს პრემიერ-მინისტრს და იმედი გვაქვს, ჩვენი თხოვნა უყურადღებოდ არ დარჩება”, – აცხადებს ცეცხლაძე.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს