პაატა მანჯგალაძე – თუ არ მოსწონს ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, თვითონ დაიწყოს მოქმედებები


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ვენდობით მხოლოდ მოქმედებებს, საუბარი საკმარისი არ არის, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ “ქართული ოცნების” მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, საქართველოს ახლა კრიტიკული პერიოდი უდგას და პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა იმოქმედოს.
“საქართველო დგას ისეთ ისტორიულ გზაგასაყარზე, ახლა არის მოქმედებების დრო. პრეზიდენტმა როგორც სახელმწიფოს მეთურმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციით განსაზღვრული მისი უფლებამოსილება. მხოლოდ განცხადებები საკმარისი არ არის. თუ პრეზიდენტი შინა პატიმრობაშია და არ უშვებენ, ამაზეც უნდა ილაპარაკოს. თუ არ მოსწონს ის, რასაც “ქართული ოცნება” აკეთებს, თვითონ დაიწყოს მოქმედებები. ჩვენ ვენდობით მხოლოდ მოქმედებებს, საუბარი საკმარისი არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” საგამოძიებო კომისიას არ ქმნის მარტივი მიზეზის გამო, მას ეშინია, რომ გამომჟღავნდება ქმედებები, რასაც კლანი სჩადის

პაატა მანჯგალაძე – თუ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩება, უკვე არსებულ პროექტებსაც საფრთხე დაემუქრება

პაატა მანჯგალაძე – “ქართული ოცნება” მისი ბუნებიდან გამომდინარე, ვერ და არ გამოაცხადებს რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ