პაატა მანჯგალაძე – თუ გაბედავს ხელისუფლება და გამოაცხადებს ხალხის ნების საწინააღმდეგო შედეგს, მზად უნდა ვიყოთ, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები


ავტორი
Front News საქართველო
ქართველ ადამიანსა და დასავლურ სიკეთეებს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ახლა მთავარია, ერთ მხარეს დადგეს ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ერთიანობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ერთმანეთთან კინკლაობაში ვიყოთ. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ერთიანობა. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ უნდა იყოს პარტიებს შორის კინკლაობის არჩევნები.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ 9 პირობას ვასრულებთ. ახლა მთავარია, ერთ მხარეს დადგეს ქართველი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი.
ახლა რეალობა ასეთია, ქართველ ადამიანსა და დასავლურ სიკეთეებს შორის დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. 14 მილიარდის დახმარება ელოდება საქართველოს და აი, ამ 14 მილიარდის დახმარებასა და ქართველ ხალხს შორის დგას ივანიშვილი.
რაც შეეხება არჩევნებს, მხოლოდ ხმის მიცემა არ კმარა. უნდა დავრჩეთ საარჩევნო უბნებზე და ბოლომდე დაველოდოთ არჩევნების შედეგებს. თუ გაბედავს და ხელისუფლება გამოაცხადებს ხალხის ნების საწინააღმდეგო შედეგს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ხმები, როგორც წერია კონსტიტუციაში, ისე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – “ალტ-ინფოა“, თუ “ბიძინას ძალა“, უნდა იცოდნენ, რომ ევროპული სანქციები ყველას მოაკითხავს და დაუკაკუნებს კარზე

პაატა ზაქარეიშვილი – თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ხალხი დაიღალა, სახლში წავიდა და ხვალ არ გამოვა, ძალიან ცდება, ეს უფრო საშიში სიტუაციაა

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ