
ავტორი
Front News საქართველო
თუ ამერიკას ეძახი მტერს, შესაბამისად მოქმედებს ამერიკაც და გექცევა როგორც მტერს, ოღონდ არა საქართველოს, არამედ “ქოცებს”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნება” ატყუებდა საკუთარ მოქალაქეებს, რომ ამერიკული სანქციები არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ, რომ სავიზო სანქციები “ქართული ოცნების” ბევრ წარმომადგენელს შეეხო და სახელი და გვარები ცნობილია. ახლა ყველაზე მძიმე იქნება, თუ “ქართული ოცნება” გააგრძელებს ანტიამერიკულ, ანტიქართულ, ანტიევროპულ რიტორიკას, რომ ამუშავდება სახაზინო სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაქტიკულად, მათ სახელსა და გვარზე ფიქსირებულ ვერც ერთ საფინანსო ანგარიშს ვერ გამოიყენებენ.
თუ ამერიკას ეძახი მტერს, შესაბამისად მოქმედებს ამერიკაც და გექცევა როგორც მტერს, ოღონდ არა საქართველოს, არამედ “ქოცებს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს