
ავტორი
Front News საქართველო
მზად ვარ, პირადად წავყვე, თუ ეშინიათ სააკაშვილის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ „ქართული ოცნების“ მედიკოს დეპუტატებთან დაკავშირებით განაცხადა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის თხოვნის მიუხედავად, ციხეში მის მონახულებვაზე უარი განაცხადეს.
მანჯგალაძის თქმით, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მონახულება მათი მოვალეობაცაა.
“ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თუნდაც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანურად, მორალულად ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ასეთი ადამიანის თხოვნა.
თუ რამე ადამიანური, პირადი შიშები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე მზად ვარ მათთან ერთად მივიდე, წავყვე, თუ ეშინიათ სააკაშვილის.
არათუ ციხის პირობებში, საქართველოს პირობებშიც კი გართულებულია მსგავსი დაავადების მქონე ადამიანის მკურნალობა, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ეწევა აზრის მანიპულაციას. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველას, დავანებოთ თავი ამ საკითხზე მაინც პოლიტიკურ სპეკულაციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს