Logo

პაატა მანჯგალაძე – თუ ვინმე ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს

პოლიტიკა
26.06.2023 / 13:51
Frontnews image description

არ მინდა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ თუ ვინმე ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

 

“რუსეთის საბაჟო სამსახურმა დივერსიული განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთმა სანქციები გაარღვია. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უარყოფა ქართული მხარის მხრიდან არ მომხდარა. თუ დადასტურდება, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლაში​ მონაწილეობს, ეს იქნება ძალიან მძიმე.

 

აშშ-ის განცხადებაა, რომ ვინც სანქციების გვერდის ავლაში მონაწილეობს, თავად მოხვდებიან სანქციებში. არ მინდა, რომ საქართველოს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ თუ ვინმე ეხმარება პუტინის სამხედრო მანქანას ომის გაგრძელებაში, აუცილებლად უნდა დასანქცირდეს.

 

ჩვენი საბაჟო სამსახურის განცხადება რომ მენახა, რუსეთის საბაჟო სამსახური იტყუება და ეს დივერსიაა, ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი. ვინაიდან დუმილია, ამიტომ პრევენციისთვის ვამბობ ამ ყველაფერს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები