პაატა მანჯგალაძე – თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ყველაფერს ვეტყვით საზოგადოებას


ავტორი
Front News საქართველო
“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთ- ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თვის ბოლოს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
“თვის ბოლოს გვექნება კვლევის შედეგები და ყველაფერს ვეტყვით საზოგადოებას, დავასახელებთ თუ არა კანდიდატს. თქვენ იცით, რომ თბილისში ოპოზიციამ 60% მიიღო, აქედან 37% იყო ოპოზიცია, რომელსაც არ მოსწონდა არც “ნაციონალური მოძრაობის” და არც “ქართული ოცნების” კანდიდატი. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით: იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ოპოზიციური ხმების მობილიზება, ამ 37%-ს უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს