
ავტორი
Front News საქართველო
წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება.
“როგორც არსებობს დემოკრატიული ქვეყნების კლუბი და ცივილიზებული მსოფლიო, ისე არსებობს დიქტატორების კლუბი. ამ დიქტატორების ამოცანა არის, რომ რაც შეიძლება ბევრი თანამოაზრე ჰყავდეს. ამიტომ არის აუცილებელი, რომ ქვეყანაში გვყავდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ქვეყანა იყოს განვითარებული და იყოს ევროკავშირის წევრი, ქვეყანა იყოს უსაფრთხო. ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული მთავრობა. რომ არ გვყავს ლეგიტიმური მთავრობა, იმიტომ ირღვევა ადამიანის უფლებები და სახის ძვლებს უმტვრევენ ადამიანებს. ამიტომ წესდება სანქციები ივანიშვილისთვის, რომ რეჟიმს არ ჰქონდეს ფინანსური და სხვა რესურსი არსებობისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს