
ავტორი
Front News საქართველო
ციხეში არ უნდა მოკვდეს გავიგეთ, მაგრამ მურუსიძეს ველოდებით, ღირსება და სინდისი როდის შეაწუხებს? – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია შეწყალების მექანიზმი მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილ განაჩენებზე გამოიყენოს.
“უკვე გამოტანილ განაჩენებთან დაკავშირებით პრეზიდენტს რა თქმა უნდა, შეუძლია შეწყალების მექანიზმების გამოყენება. მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით დააფიქსიროს პოზიცია, რომ ჰუმანიტარული მიზნებიდან გამიმდინარე, სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დროებით მას მიეცეს სამკურნალოდ წასვლის საშუალება. ბევრი მექანიზმი არსებობს, სასამართლოს რა თქმა უნდა ეს შეუძლია.
პრეზიდენტი რას ელოდება ვერ ვხვდები, პოზიციაც კი ვერ გავიგეთ, ციხეში არ უნდა მოკვდეს მაგრამ, მერე? მურუსიძეს ველოდებით, ღირსება და სინდისი როდის შეაწუხებს?“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ქვეყნის ღირსების საქმეა და აღნიშნა, რომ გამოსავალი სასამართლოს გზით უნდა მოინახოს.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს