
ავტორი
Front News საქართველო
წულუკიანი ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თურმე ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძის თქმით, როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა, ისევე აკრძალული აქვს “ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გარიგების გამო კანდიდატის სტატუსის მიღება.
“მინდა მივმართო წულუკიანს და “ქართული ოცნების“ თაღლითების კორპორაციას, ესენი არიან საერთაშორისო თაღლითები, უკვე ყველამ იცის, რომ გადამგდებები არიან. აქაც იტყუებიან, თითქოს რეკომენდაციებს ასრულებენ, ბუტაფორიული ცვლილებები შემოიტანეს და უნდათ რომ შემდეგ ევროპას, ევროპარლამენტარებს დააბრალონ კანდიდატის სტატუსის ვერ მიღება. ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელმა“ გავაკეთეთ გარკვეული კვლევა. როგორც თავის დროზე იანუკოვიჩს აუკრძალა რუსეთმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა, ისევე აკრძალული აქვს „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან გარიგების გამო, საქართველოს ღალატის გამო, კანდიდატის სტატუსის მიღება.
ასეთი შეთქმულება არის, წულუკიანი უკვე ქმნის ნიადაგს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ თურმე ევროპა მიზანმიმართულად არ გვაძლევს კანდიდატის სტატუსს, პირიქით არის“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს