
ავტორი
Front News საქართველო
უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა ისჯებოდეს ყველა, ვინც ძალადობას წაახალისებს.
“დღეს თქვენ მოხვედით პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვსაუბრობთ ძალადობაზე, უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ. ყველამ ნახა ფაქტები ვიწრო ქუჩებში როგორ უსაფრდება და არბევს პოლიცია სახლში მიმავალ ახალგაზრდებს. მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას მინიმუმ დროებით მაინც შევუჩერებდი ამ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი ფაქტი. ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა და არც კაცობა. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს. ხვალ შეიცვლება ხელისუფლება და თქვენც გინდათ, რომ იმავე სტანდარტით მოგექცნენ? ამას ამკვიდრებთ? ამას უწყობთ ხელს? გამოძიება არ მიდის, იქონიეთ თავმოყვარეობა და დაგმეთ მაინც მაგრამ ამას არ გააკეთებთ რადგან თქვენი სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს