Logo

პაატა მანჯგალაძე - ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია

პოლიტიკა
311
Frontnews image description

ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მისი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს.

"ჩვენ გარდა მშვიდობიანი ცვლილებისა, სხვა მიზანი არ გვქონია. მე ვიყავი ამ ხალხთან ერთად და ვმოქმედებდი მშვიდობიანად, კონსტიტუციურად და იმის იქით არაფერი გამიკეთებია. არანაირი თანამდებობისთვის, არანაირი ძალაუფლებისთვის არც ერთი ადამიანი იქ არ ყოფილა გამოსული. სამშობლოს და თავისუფლების სიყვარულმა გამოიყვანა ხალხი და კიდევ გამოვა თუ ეს უსამართლობა გაგრძელდა.

ჩვენი მოტივაცია არ არის ვინმეს განადგურება, მოტივაცია არის რომ ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს, ვისაც ეკუთვნის. იმ აქციაზე იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მოითხოვდნენ ცვლილებას.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მე მხარს ვუჭერდი აქციას, მაგრამ არ ვარ ორგანიზატორი“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Advertisement