
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე ხელმოწერების შეგროვება გრძელდება.
“სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საკითხი ბიუროს სხდომაზე გასატანად სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში იქნება მზად.
“ხელი მოვაწერე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას. ჯერჯერობით საკმარისი რაოდენობის ხელმოწერა არ არის, რომ საკითხი დღევანდელ ბიუროზე მოხვდეს. სავარაუდოდ, იქეთ კვირაში იქნება შესაძლებელი.
როდესაც საგამოძიებო კომისია დაიწყებს მუშაობას, ჩვენ ვნახავთ, რომ არა მხოლოდ სპეცსამსახურები, არამედ მაღალჩინოსნები და პოლიტიკური თანამდებობის პირებიც იყვნენ ჩართული რუსეთთან “საქმის დალაგებაში“ და რუსეთთან კონტაქტში“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს