პაატა მანჯგალაძე – ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები გამოწვეულია პირადი წყენით


ავტორი
Front News საქართველო
ყველას ვურჩევთ, რომ პირადი წყენა გვერდით გადავდოთ. ასე იყო 2014 წელსაც, როცა გიორგი ვაშაძე და ნიკა მელია კონკურენტები იყვნენ პრაიმერიზის დროს. ჩვენ მელიასთან ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ და კარგი იქნება, თუ მელიაც გადაახტება გაბრაზებას და პირად წყენებს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
“კარგი იქნება, თუ ნიკა მელია პირად წყენებს დაძლევს. როგორც მოვექცევით მოქალაქეებს, ისე მოგვექცევიან. ამიტომ ამ პროცესში არათუ მოქალაქე, არამედ ყველა ლიდერი მნიშვნელოვანია, მათ შორის გიორგი მარგველაშვილი და ნიკა მელიაც. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ამ პროცესში რომელიმე ადამიანზე უარი ვთქვათ. ამ პლატფორმაზე ვინმეს ძალით შეყვანას არ ვაპირებთ.
რაც შეეხება ხაბეიშვილისა და ვაშაძის ურთიერთობას, რამდენიმე შეხვედრა იყო და გარიგებას ვერ დავადასტურებ. უფრო მეტიც, იმაზე საუბარი, რომ რაღაც არაფორმალური მმართველობა არსებობს და მთავარი ბრძოლის ხაზი საქართველოს გარუსებაზე კი არ გადის, არამედ ქარის წისქვილებს უნდა ვეჩხუბოთ და გოროზია და ივანიშვილი ერთნაირ პრობლემად გამოაცხადო, წარმოუდგენელია. ივანიშვილია „საქართველო ქართველების გარეშე“ სტრატეგიის მთავარი ავტორი, ეს ვიცი და ამ პრობლემის მოგვარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ალბათ, მელიას ბრალდებებს გოროზია უპასუხებს.
ნიკა მელიასი ადამიანურად მესმის, პრაიმერიზების დიდი გამოცდილება არ არის და როცა ადამიანი არჩევნებში მარცხდება, პირადი წყენა აქვს. ვფიქრობ, რომ ეს განცხადებები გამოწვეულია პირადი წყენით. პირადი წყენა ისეთია, შეიძლება რაღაც პროცესი სხვაგვარად დაგანახოს – ფიქრობდე, საუკეთესო და შეუცდომელი ხარ, მაგრამ ბოროტი ადამიანი უნდა იპოვო და მას ყველაფერი დააბრალო, ტვირთი ამით გეხსნება. ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია და არ მინდა, მელიაზე ვისაუბრო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ისაუბრა და თქვა, რომ ხშირად ვარ ტელევიზორში. ხშირად იმიტომ ვარ, რომ მუშაობა არ მეზარება არც მედიასთან და არც მოქალაქეებთან. როგორც ვიცი, მელია არსად წასვლას არ აპირებს. ყველა მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, ყოფილი ლიდერები არ არსებობენ და კარგი იქნება, თუ მელია წყენას მალე დაივიწყებს და “გამარჯვების პლატფორმაზე“ იქნება.
არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ლევან ხაბეიშვილს ვინმესთვის დაერეკა და კონსულტაცია გაევლო. იქვე ვიღებდით გადაწყვეტილებას. ლევან ხაბეიშვილი პასუხებისთვის წასული არ მინახავს, იქვე იღებს გადაწყვეტილებებს და ამიტომ საფუძველი არ მაქვს, “ნაცმოძრაობაში“ კულუარულ მმართველობაზე ვიფიქრო“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
თაგები:
პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე – არ მაქვს დიდი იმედი, რომ გონიერებამ გაიმარჯვოს და ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, მაინც შეეცდებიან, გაიტანონ ეს კანონი

პაატა მანჯგალაძე – ეს არის ჩვენება იმისა, რომ ხელისუფლება არის ძალიან შეშინებული და სუსტი

პაატა მანჯგალაძე – ეს არის “ქართული ოცნების“ პრიმიტიული ნარატივი, რომელიც უნდა, რომ საზოგადოებას დააჯეროს