პაატა ციკოლია – პატიმრების დედები სთხოვენ ბანკების ხელმძღვანელობას, რომ არ დასაჯონ თანამშრომლები, რომლებიც გამაფრთხილებელ გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას


ავტორი
Front News საქართველო
პატიმრების დედები სთხოვენ ბანკების ხელმძღვანელობას, რომ არ დასაჯონ თანამშრომლები, რომლებიც 15-ში სამსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას, – ამის შესახებ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ განაცხადა.
“სამ საათზე მივდივართ TBC ბანკში ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, ძალიან მორალურად წელში გამართულია ეს თხოვნა. პატიმრების დედები სთხოვენ ბანკების ხელმძღვანელობას, რომ არ დასაჯონ თანამშრომლები, რომლებიც 15-ში სამსაათიან გამაფრთხილებელ გაფიცვაში მიიღებენ მონაწილეობას მათი შვილების მხარდასაჭერად. ველოდებით ძალიან მკაფიო პასუხს, რომ არავითარი სადამსჯელო ღონისძიებები არ იქნება მათ მიმართ, თუკი ისინი გამოიყენებენ უფლებას და დაუჭერენ მხარს უკანონოდ დაკავებულებს”, – განაცხადა პაატა ციკოლიამ.
აქციაზე დაკავებული მოქალაქეების მშობლები ბანკის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მიდიან, რათა სთხოვონ, რომ 15 იანვარს გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლების მიმართ სადამსჯელო ღონისძიება არ გაატარონ.
თაგები:
პაატა ციკოლია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს