პაატა ზაქარეიშვილი - აღიარებისკენ შეიძლება არ მიდის საქმე, შეიძლება არ მოაწერონ ხელი აღიარებას, მაგრამ ხელს უწყობენ რუსეთს

ავტორი
Front News საქართველო
ყველაფერი იქამდე მიდის, რომ რუსეთს ვეუბნებით, ხელები დაგვიბანია, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს რეგიონი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ოსებს დაანახონ - რუსეთსა და საქართველოს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა, ყველაფერს აკეთებენ, რომ ოსებს არანაირი სურვილი არ ჰქონდეთ საქართველოსთან ურთიერთობის.
"ყველაფერი იქამდე მიდის, რომ რუსეთს ვეუბნებით - ხელები დაგვიბანია, ჩვენ არ გვაინტერესებს ეს რეგიონი. ხიდებს წვავენ, რომ არ ჰქონდეთ არანაირი საშუალება, რომ მოაგვარონ ოსებთან ურთიერთობები. ისე სვამენ საკითხს, რომ ოსებმა თქვან - თქვენთან ცხოვრება როგორ შეიძლებაო. არანაირად არ აძლევენ საშუალებას კონფლიქტის მოგვარების და ამით ეუბნებიან რუსებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაკარგა ცხინვალი, ჩვენ ვერ ვიბრუნებთ, არ გამოდის ამ ხალხთან - ოსებთან საერთო ენის გამონახვა და ამიტომ, გვირჩევნია, რომ თქვენ აითვისოთ ისე, როგორც ითვისებთ.
აღიარებისკენ შეიძლება არ მიდის საქმე, შეიძლება არ მოაწერონ ხელი აღიარებას, მაგრამ ხელს უწყობენ რუსეთს. იმის ნაცვლად, რომ ოსებს დაანახონ - რუსეთსა და საქართველოს შორის არის ძალიან დიდი სხვაობა და ჯობს, ჩვენთან ერთად ერთ სახელმწიფოში ვიცხოვროთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოსებს არანაირი სურვილი არ ჰქონდეთ საქართველოსთან ურთიერთობის.
რაც შეეხება აფხაზეთს, რუსეთმა ჩაატარა ისეთი სპეცოპერაციები, სადაც ჩვენ საერთოდ არ ჩავრეულვართ. აფხაზები გამოვიდნენ და ამის გამო, თავიანთი დე ფაქტო პრეზიდენტი ჩამოაგდეს კიდეც და ჩვენგან იყო სრული დუმილი, არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ბჟანიამ თანამდებობა დატოვა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი არ უნდოდა ხალხს, რუსეთის პოლიტიკა არ უნდოდათ - ეს იყო პირველი ანტირუსული ქცევა და ჩვენი ხელისუფლება ლაჩრულად დადუმდა, ხმა არ ამოუღია, არანაირი განცხადება არ გააკეთა, რომ რუსეთი ამღვრევს წყალს აფხაზეთში", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყება, რომლის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული უქმდება.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


