პაატა ზაქარეიშვილი - მარტო ევროკავშირი ფიქრობს მშვიდობაზე, ყველა დანარჩენი ფიქრობს ცეცხლის შეწყვეტაზე და თავისი ქულების ჩაწერაზე


ავტორი
Front News საქართველო
ყველა ფიქრობს ცეცხლის შეწყვეტაზე და თავისი ქულების ჩაწერაზე, ევროკავშირია ერთადერთი მხარე, ვინც არ ფიქრობს ქულების ჩაწერაზე და ფიქრობს მშვიდობაზე იმიტომ, რომ ევროპასაც ეხება ეს ყველაფერი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიო აიძულებს პუტინს, წავიდეს რაღაც გარკვეულ დათმობებზე.
"ტრამპი იმდენადაა ცეცხლის შეწყვეტით დაინტერესებული, რომ მზადაა, რუსეთს ყველაფერი დაუთმოს, ოღონდ ცეცხლი შეწყდეს. ამ წუთში მარტო ევროკავშირი ფიქრობს მშვიდობაზე, ყველა დანარჩენი ფიქრობს ცეცხლის შეწყვეტაზე და თავისი ქულების ჩაწერაზე, ევროკავშირია ერთადერთი მხარე, ვინც არ ფიქრობს ქულების ჩაწერაზე იმიტომ, რომ ევროპასაც ეხება ეს ყველაფერი. ამ ფონზე ძალიან გაუჭირდება რუსეთს, რომ ყველა მოატყუოს.
მე მგონია, რომ უკვე პუტინიც დაინტერესდა, რომ რაღაცა მოგება ნახოს მსოფლიოსგან. თუ ის ცეცხლის რეალური შეწყვეტის პირობაზე წავიდა, მგონია, რომ ის გარკვეული სანქციების გადახედვას მოითხოვს და ამერიკა ამისთვის მზად იქნება, დარწმუნებული ვარ, ჩინეთი ყველას მოუწოდებს ამას და თურქეთი ისედაც ყოველთვის მომხრე იყო ეკონომიკური სანქციების მოხსნის, ამიტომ, მე მაინც მგონია, რომ მსოფლიო აიძულებს პუტინს, წავიდეს რაღაც გარკვეულ დათმობებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გამკაცრდება", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი