Logo

პაატა ზაქარეიშვილი - ტექსტი აშკარად, რუსეთის დაწერილია, ტრამპი ზემოდან ყურებით ანგარიშს არ უწევს დიდ მოთამაშეებს, ვისაც ეხება ეს საკითხი

პოლიტიკა
201
Frontnews image description

ტექსტი აშკარად, რუსეთის დაწერილია, პრობლემა კი ის არის, რომ ტრამპი ზემოდან ყურებით ანგარიშს არ უწევს დიდ მოთამაშეებს, ვისაც ეხება ეს საკითხი, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის სამშვიდობო გეგმა ეხება უკრაინას, ნატოსა და ევროკავშირს, მაგრამ მათი პოზიციის გარეშე იწერება სამშვიდობო დოკუმენტაცია.

"ტრამპი მაინც აღტაცებულია დიდი სახელმწიფოებით და ანგარიშს არ უწევს პატარა სახელმწიფოებს. ტრამპს აქვს იმპერიალისტური აზროვნება, მაგრამ მადლობა ღმერთს, დემოკრატია ამერიკაში კეტავს პიროვნულ ამბიციებს. როცა საჭიროა, ამერიკელები კრიტიკულ ვითარებაში ასე იქცევიან, ხშირად ბეზრდებათ ევროპაში მიმდინარე უაზრო სისხლის ღვრა, უაზრო დროის გაწელვა. 

რაც შეეხება სამშვიდობო გეგმის პუნქტებს, კონცეპტუალურად ეს ტექსტი დაწერილია საკმაოდ გააზრებულად. ამ გეგმის დაქოქვა შეიძლება და ის იმუშავებს. ამ სქემის შემუშავება შეიძლება, მაგრამ ისე კარგად ვერ ივლის, როგორც ეს ჩაფიქრებული იყო, მაგრამ ჩემი აზრით, აქ ტრამპი ავალდებულებს მესამე მხარეებს რაღაცებს, ვისთანაც შეთანხმებული არ არის ამ ტექსტზე, პირველ რიგში, ევროკავშირს, მეორე რიგში - ნატოს. არც ნატოს ხელმძღვანელობა, არც ევროკავშირის ხელმძღვანელობა და არც უკრაინა გაგებაში არ არიან და მათ თავს ზემოთ წერენ დოკუმენტს, რომელიც უნდა შეასრულონ ერთ კვირაში. ყველა პუნქტი რუსეთისთვისაა მისაღები, დიდი რვიანის წევრი ხდება, აშკარად, რუსეთის დაწერილია, პრობლემა კი ის არის, რომ ტრამპი ზემოდან ყურებით ანგარიშს არ უწევს დიდ მოთამაშეებს, ვისაც ეხება ეს საკითხი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

Advertisement