პაატა ზაქარეიშვილი - თუ ამერიკელები უხეში ფორმებით მოინდომებენ შაჰის დასმას ხელახლა, ამას გუშაგთა კორპუსი არ დაემორჩილება

ავტორი
Front News საქართველო
მთავარი რისკები არის ის, თუ ამერიკელები უხეში ფორმებით მოინდომებენ შაჰის დასმას ხელახლა, ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაეთანხმება, დაიწყება ხალხის ხოცვა, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამწუთას ნორმალური და ახალი აიათოლას არჩევაზე უნდა მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები.
"მთავარი რისკები არის ის, თუ ამერიკელები უხეში ფორმებით მოინდომებენ შაჰის დასმას ხელახლა, ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ დაეთანხმება, ნაწილი კი, მაგრამ მთელი ეს გუშაგთა კორპუსი არ დაემორჩილება, ეს წინასწარაა ცნობილი და დაიწყება გამოსვლები მეორე მხარის, სროლები, ხალხის ხოცვა. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე. მე მაინც მგონია, რომ აიათოლების რეჟიმის გაუქმება ერთი ხელის მოსმით არ გამოვა, საჭირო იქნება მათთან მოლაპარაკებები, რომ მაქსიმალურად განეიტრალდეს ვითარება. დღეს-ხვალ აირჩევა ახალი აიათოლა და ამწუთას ამ საკითხებზე უნდა მიდიოდეს მოლაპარაკებები. არიან ნორმალური აიათოლები და უნდა აირჩიონ ვინმე წესიერი, ნორმალური. 5-6 აიათოლა ნამდვილად არის, რომელიც გახდებოდა ღირსეული ფიგურა და დაიწყებდა რეფორმებს და განმუხტავდა ირანში ვითარებას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი




