პაატა ზაქარეიშვილი – ჩვენ თუ დღეს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვით, ვკარგავთ უნიკალურ გამოცდილებას

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ თუ დღეს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვით, ვკარგავთ უნიკალურ გამოცდილებას, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მუშაობა და არსებული რესურსების გამოყენებაა საჭირო.
“ჩვენ თუ დღეს ამ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ვთქვით, ვკარგავთ გამოცდილებას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველგან ვერ წააგებ, სადღაც მოიგებ. ამით იღებ უნიკალურ გამოცდილებას – სად რა შეცდომა დაუშვი. საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” ოთხი წელი ემზადებოდა. მან პირობა მოგვცა, რომ 2020 წელს იქნებოდა პროპორციული არჩევნები და უცებ გადაგვაგდო იმიტომ, რომ მიხვდნენ, აგებდნენ არჩევნებს.
2021 წელს ადგილობრივ არჩევნებზე მიუშვეს პროცესი, რათა ეჩვენებინათ სად არის სუსტი ადგილები. სადაც კი წააგეს კატასტროფულად, მაგალითად, ქუთაისსა და სამეგრელოში, ახლა მთლიანად ამოიღეს იმიტომ, რომ იმუშავეს ოჯახებზე. მუშაობაა საჭირო, ჩვენ გვაქვს უამრავი სხვადასხვა საშუალება და სიზარმაცეს ნუ გადავაყოლებთ ჩვენს რესურსებს”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი




