
ავტორი
Front News საქართველო
ახლა ისტერიკების დრო კი არ არის, ახლა მუშაობის დროა, საქმის დროა: საჭიროა გამოცხადდეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, როგორც მაგალითად განდიმ გააკეთა ინდოეთში, სადაც გაუნათლებელი ხალხი ცხოვრობდა და ეს ხალხი აჰყვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა შესაფერისი დროა, სამოქალაქო საზოგადოებამ დაუმორჩილებლობით გამოავლინოს, რამდენად არის ის დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე დაფუძნებული.
“თუ ჩვენ მართლა ვართ ქართული ნაცია, თუ მართლა ჩამოვყალიბდით როგორც ნაცია და ჩვენ გვაქვს სერიოზული სამოქალაქო საზოგადოება – არა სეგმენტი, არა სამოქალაქო ზონა, არა სამოქალაქო ორგანიზაციები – არამედ ვართ სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიული ინსტიტუტების პრინციპებზე, ახლა არის მშვენიერი დრო, გამოვავლინოთ ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში.
მაგალითად, მე პირადად, მზად ვარ არ გავიარო რეგისტრაცია, არ გადავიხადო გადასახადები და პირდაპირ წავიდე ციხეში. თუ იქნება სია წინასწარ ცნობილი, ვინ ვართ მზად, წავიდეთ ციხეში, ეს სერიოზული სამოქალაქო აქტიურობა იქნება დაუმორჩილებლობისა“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
თაგები:
პაატა ზაქარეიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს