პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსს საქართველოში 3 700 ადამიანი ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 700 პირი ემსხვერპლა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 11 923 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 262 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 189 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.20%
თაგები:





