პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 3 311 ადამიანი ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა", – აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 244 ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 544 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 469 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს