პანკისში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
პანკისში რიონის ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სოფელ ბირკიანში ადგილობრივები შეიკრიბნენ და ნამოხვანჰესის წინააღმდეგ საკუთარი პოზიცია ამ ფორმით გამოხატეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პანკისის ხეობის მკვიდრებს კარგად ესმით ამ პროტესტის, რადგან მათაც ანალოგიური პრობლემა აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ პანკისში ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, მის აშენებაზე საბოლოო უარი, ხელისუფლებას არ უთქვამს.
"გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა რიონის ხეობის მაცხოვრებლებისადმი. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანკისის ხეობაში მოხდა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად დაპირისპირება. პანკისის მაცხოვრებლებმა ერთსულოვნად გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი მზაობა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ღირებულებების დაცვის მნიშვნელობა. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ, ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა გაიგოს, უნდა შეიგნოს, რომ ხალხი არის ძალა და ხალხის ხმა უნდა ესმოდეს ხელისუფლებას"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პანკისელები იმერეთში ჩასვლას აპირებენ.
რიონის ხეობის მცველების პროტესტი 180 დღეა გრძელდება.
თაგები:
