
ავტორი
Front News საქართველო
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი პაპუნა ჯანელიძე ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“ძალიან დამთრგუნველია დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა იმ საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც მრავალი წელია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს. წლის დასაწყისში ვერავინ იოცნებებდა ევროპული პერსპექტივის აღიარებაზე, თუმცა დღეს, მხოლოდ პერსპექტივის მიღება, ხელიდან გაშვებული შანსია.
ძალიან დიდი სურვილი მქონდა მენახა გაერთიანებული პოლიტიკური სპექტრი ევროპული მომავლის გარშემო, თუმცა სამწუხაროდ, ეს გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.
სრული ძალაუფლების დაკარგვას თუ მოპოვებას ეწირება მრავალი წლის ნაშრომი და ჩვენი ქვეყნის მომავალი.
ერთადერთი გამოსავალი დემოკრატიული გზით ძალაუფლების გადანაწილებაშია, რაც გულისხმობს საქართველოს ყველა მოქალაქის ნების შესაბამის პოლიტიკურ წონასწორობას. ამ შემთხვევაში, ყველა მოგებული დარჩება და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს”, – წერს ჯანელიძე სოციალურ ქსელში.
პაპუნა ჯანელიძეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2015-2018 წლებში ეკავა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს