პაპუნა მარგველიძე ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო


ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ონში სახელაშვილის დასახლების მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
რეაბილიტაციის პროექტი გულისხმობს ქუჩის და საფეხმავლო ზოლის მოასფალტებას, გიგა სახელაშვილის მემორიალის მოპირკეთებას, ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობას, საბავშვო ატრაქციონების მონტაჟს, დეკორატიული ღობეების მოწყობას, ასევე, განათებების მონტაჟს და ტერიტორიის გამწვანებას.
სამუშაოების ღირებულება 335 223 ლარს შეადგენს და ის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება 2025 წლის აგვისტოში იგეგმება.
პროექტის მიმდინარეობას, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც გაეცნენ.
თაგები:
პაპუნა მარგველიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს