პარალიმპურმა კომიტეტმა 2025 წლის საუკეთესო პარასპორტსმენები დაასახელა

ავტორი
Front News საქართველო
პარალიმპიური კომიტეტის 2025 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წლის საუკეთესო პარასპორტსმენები გამოვლინდნენ. პარაათლეტი კაცი გიორგი ქალდანი გახდა, ხოლო ქალთა შორის საუკეთესოს ტიტული ნინა თიბილაშვილს ერგო.
ღონისძიებაზე ასევე, წლის საუკეთესო გუნდის, მწვრთნელის, მსოფლიოსა და ევროპის რეკორდსმენების ნომინაციებში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ.
განსაკუთრებული პრიზი სპორტის მედიცინის ასოციაციას გადაეცა.
2025 წლის საუკეთესო გუნდად პარაძიუდოს ეროვნული ნაკრები დასახელდა, ხოლო წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული პარაძიუდოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან ქოჩიევს ერგო. მსოფლიოსა და ევროპის რეკორდებისთვის დაჯილდოვდნენ პარაძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და უსინათლო პარაძალოსანი მირიან
ოგნაძე.
სპორტის მედიცინის განსაკუთრებული პრიზი ზურაბ კახაბრიშვილს გადაეცა.
თაგები:
პარალიმპური კომიტეტი




