
ავტორი
Front News საქართველო
ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და 2021 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი ქალი ნინა თიბილაშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს პარალიმპიური კომიტეტის განცხადებას, სადაც დაგმობილია დეზინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი 20 ივნისის აქციას უერთდება და ფეიკნიუსის გამავრცელებელ მედიას მიმართავს: მოგვეცით მშვიდად ვარჯიშის და განვითარების საშუალება და ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პარალიმპიური კომიტეტი უერთდებოდა 20 ივნისის აქციას, რასაც პარალიმპიური კომიტეტის ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც დაგმობილია ცრუ ინფორმაცია და აღნიშნულია, რომ: “საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი არავის მისცემს უფლებას ჩვენი პარასპორტსმენები და მოძრაობა საკუთარი ბინძური ინტერესებისთვის გამოიყენოს! მოვუწოდებთ, ყველა მედიას, ნუ აჰყვებიან ყალბ გვერდებს და ფეიკ პროპაგანდას და დაუყოვნებლივ წაშალონ დეზინფორმაციის შემცველი მასალა!“.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს