პარიზში ლუვრის მუზეუმი გაძარცვეს


ავტორი
Front News საქართველო
პარიზში ლუვრის მუზეუმი დღეს შუადღისას გაძარცვეს. ამჟამად ის საზოგადოებისთვის სრულიად დაკეტილია, - ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ განაცხადა.
მისი თქმით, ძარცვა დღეს დილით მუზეუმის გახსნის დროს მოხდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ქურდებმა მუზეუმის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ნაპოლეონის და მისი მეუღლის სამკაულები მოიპარეს: ყელსაბამი, ბროში, დიადემა და სხვა სამკაულები.
Le Parisien-ის ცნობით, დამნაშავეებმა შენობაში სენის სანაპიროდან შეაღწიეს და "სატვირთო ლიფტი სასურველ ოთახში მოსახვედრად გამოიყენეს“. შემდეგ, ორმა მამაკაცმა, თანამზრახველის მეთვალყურეობის ქვეშ, ფანჯრები ჩაამსხვრია და ნაპოლეონის და იმპერატრიცას კოლექციიდან სავარაუდოდ, ცხრა ნივთი მოიპარა.
ლუვრი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, რომელიც პარიზის ცენტრში მდებარეობს. ოდესღაც სამეფო სასახლე ამჟამად 35 000-ზე მეტ ექსპონატს ინახავს.
თაგები:
ლუვრის მუზეუმი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა