პარიზში ზელენსკის, მაკრონის და შოლცის შეხვედრა გაიმართება

ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.
ელისეის სასახლეში დაადასტურეს, რომ საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გერმანიის კანცლერთან დღეს საღამოს პარიზში გაიმართება.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ, შესაძლოა, საფრანგეთში გამგზავრებულიყო.
მედიის ცნობით, შეხვედრას გერმანიის კანცლერიც შეუერთდება.





