Logo

პარლამენტი 16 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენს

პოლიტიკა
857
Frontnews image description

პარლამენტის ბიურომ 13-16 ივნისის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტი 16 ივნისს, მინისტრის საათის ფორმატში, საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენს.

 

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, 15 ივნისს, ხუთშაბათს, თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები: “გირჩი“ და „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“.

 

ბიურომ კენჭისყრით მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციაში გატარებას.

 

პლენარული სხდომების დღის წესრიგით, მიმდინარე სასესიო კვირას, 80-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები