პარლამენტი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს მეოთხედ უყრის კენჭს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტში დღეს რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელზეც ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა მოხდება.
კანდიდატებს უკვე მეოთხედ ეყრებათ კენჭი და ამ შემთხვევაში მათ დასამტკიცებლად პარლამენტის წევრების სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საჭირო.
პარლამენტს უფლება აქვს, ოთხჯერ უყაროს კენჭი კანდიდატებს. ცესკო-ს თავმჯდომარის ხუთი წლის ვადით ასარჩევად პირველ ჯერზე საჭირო იყო დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭერა ანუ 100 ხმა. არასაკმარისი ხმების გამო ხელახლა დაინიშნა კენჭისყრა, სადაც ისევ 100 ხმის მობილიზება იყო აუცილებელი. საკმარისი ხმების მოგროვება ვერ მოხერხდა ვერც მეორე კენჭისყრაზე მოხერხდა.
საჭირო 100 ხმის ორჯერ ვერ მოგროვების შემდეგ, დაინიშნა მესამე კენჭისყრა, რომელზეც უკვე 90 ხმით იყო შესაძლებელი კანდიდატის არჩევა, თუმცა საჭირო ხმების მობილიზება კვლავ ვერ მოხერხდა. შესაბამისად, საბოლოოდ კანდიდატების დანიშვნა სიითი უმრავლესობით მოხდება, თუმცა არა ხუთი წლის, არამედ ექვსი თვის ვადით, შემდეგ კი კანდიდატების შერჩევის პროცესი ხელახლა გაიმართება.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს