
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტი გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას - „დედამიწის საათს“ წელსაც შეუერთდა.
28 მარტს, 20:30-დან 21:30 საათამდე, ერთი საათის განმავლობაში, პარლამენტის შენობასა და მის ფასადზე ელექტროენერგია გამოირთო.
"დედამიწის საათი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც მილიონობით ადამიანი და ათასობით ორგანიზაცია ერთ საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე. კამპანიის მიზანია კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისება.
ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ იგი ყოველწლიურად, მარტის ბოლოს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო კამპანიას წელს უკვე მეთვრამეტედ შეუერთდა.
თაგები:
დედამიწის საათი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს